არჩევნები
ზვიად ძიძიგური გასროლაზე: დაისჯება ნებისმიერი კანონდამრღვევი
“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი ზვიად ძიძიგური 87-ე უბანთან დღეს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ამბობს, რომ დაისჯება ნებისმიერი პირი, ვინც კანონს დაარღვევს, იმის მიუხედავად, არის თუ არა ის “ქართული ოცნების” მხარდამჭერი.

“არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ვისი მხარდამჭერია კანონდამრღვევი. ამ ფაქტზე მიმდინარეობს მოკვლევა და თუ დადგინდა კანონდარღვევა, აუცილებლად დაისჯება ის დამნაშავე კანონის სრული სიმკაცრით”,-აღნიშნა ძიძიგურმა.

ძიძიგურის შეფასებით, საარჩევნო პროცესი ზუგდიდში მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

'არჩევნები ზუგდიდში მიმდინარეობს მშვიდ ვითარებაში, ცივილურად, ისე როგორც ამ ქალაქს შეეფერება, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ექსესს, რომელსაც ადგილი ჰქონდა განსაკუთრებით ბოლო პერიოდის განმავლობაში, მაგრამ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძალიან ოპერატიულად მოახდინა ყველა ექსესზე რეაგირება.  ჩვენ, რა თქმა უნდა ვიცით, როგორ პოლიტიკურ ძალასთან გვაქვს საქმე, ნაციონალური მოძრაობისგან არ ელოდო პროვოკაციას ეს იგივეა,  ზამთარში არ ელოდო სიცივეს", - დასძინა ძიძიგურმა.


ამავე თემაზე:

ხატია დეკანოიძე: დაზარალებულმა მოასწრო და ფოტო გადაუღო იმას ვინც იარაღი დაუმიზნა და ჰაერში გაისროლა



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
25 / აპრილი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 აპრილს სამეგრელოში მოსალოდნელია ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი, 27-29 აპრილს კი სითბოს ფონზე ზოგან ხანმოკლე წვიმა იქნება.
25 / აპრილი 2024
ქალაქ ფოთის საკრებულოს დღევანდელი სხდომა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და პარტია „ახალის“ წევრებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს.
25 / აპრილი 2024
აფხაზი ლიდერი ასლან ბჟანია ვარაუდობს, რომ დასავლეთი სანქციებს დაუწესებს რუსული ავიაკომპანიებს, რომლებიც სოხუმის აეროპორტში იფრენენ.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 32 °C
img
სოხუმი 28 °C
img
ფოთი 28 °C
img
მესტია 18 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.