ახალი ამბები
ოპოზიცია კაპანაძის დაკავებას გატაცებად აფასებს
გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც ამ წუთებში სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის შენობასთან იმყოფებიან, გიორგი კაპანაძის ადგილსამყოფელის დადგენას ითხოვენ. მათი შესაფებით, კაპანაძის დაკავება ადამიანის გატაცებას უფრო ჰგავს.

„როდესაც ასე მიგყავს ადამიანი და არ ამბობ, სადაა, ადვოკატის მიყვანის უფლებას არ აძლევ, ეს გატაცებაა და როგორც ჩანს, აფგან მუხთარლის შემდეგ პრაქტიკაში გადაუვიდათ მსგავსი ქმედებები“, - აღნიშნა ბოკუჩავამ.

ამავე პოზიციაზეა „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, რომელიც თვლის, რომ კაპანაძე ხელისუფლებამ მათთვის მიუღებელი პოლიტიკური პოზიციის გამო „გაიტაცა“.

ამ წუთებში ისინი მიმდებარე ტერიტორიას ტოვებენ.

ამავე თემაზე:

ზუგდიდში PRESA.GE-ის რედაქტორი დააკავეს

Print