ახალი ამბები
სოხუმში „საპრეზიდენტო არჩევნების“ გადატანას და ბჟანიას მოწამვლის ფაქტის გამოძიებას ითხოვენ
სოხუმის „პარლამენტის“ შენობასთან აქცია იმართება, რომლის მონაწილეები პრეზიდენტის არჩევნების გადატანას და დეპუტატის ასლან ბჟანიას მოწამვლის ფაქტის ობიექტურ გამოძიებას ითხოვენ, წერს „აბხაზია ინფორმი“.

ამავე ცნობით, დე ფაქტო რესპუბლიკის სახალხო კრების დეპუტატები დღეს, სოფელ ტამიშის მოსახლეობის მიმართვასაც განიხილავენ. ბჟანიას თანასოფლელებმა მის მხარდასაჭერად მიტინგი გამართეს, რომელზეც იგივე მოთხოვნები დააყენეს.

აფხაზური ოპოზიციის ლიდერი და პარლამენტის დეპუტატი, ასლან ბჟანია 2019 წლის 18 აპრილს მძიმე ტოქსიკური დიაგნოზით მოსკოვის ერთერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ანალოგიური დიაგნოზით კლინიკაში მისი დაცვის 2 წევრიც მოათავსეს. ბჟანიას ოჯახის წევრები და მომხრეები ეჭვობენ, რომ ბჟანია მოწამლულია. ამას მოწმობს ექსპერტიზის პასუხები, რომლებიც პარლამენტის სხდომაზე 16 მაისს წარადგინეს.

ოპოზიციამ 21 ივლისს დანიშნული "საპრეზიდენტო არჩევნების" შემოდგომისთვის გადადება მოითხოვა.


Print