ახალი ამბები
აფხაზეთში ოპოზიციონერებმა, „საპრეზიდენტო არჩევნების“ გადატანის მოთხოვნით, გზები გადაკეტეს
აფხაზი ოპოზიციონერების მომხრეებმა ბზიფში გადაკეტილი გზა გახსნეს, მათი განცხადებით, ეს გამაფთხილებელი აქცია იყო, წერს "აიაირა", თუმცა, აქამდე გადაკეტილი რჩება ტამიშის გზა.  მანამდე გავრცელდა ინფრომაცია იმის შესახებ, რომ აქციის მონაწილეებმა ბზიფის და ტამიშის რაიონში გზები "საპრეზიდენტო არჩევნმების" გადატანის მოთხოვნით გადაკეტეს.  

სოხუმში "პარლამენტის" შენობასთან გუშინ შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა, რომლებიც არჩევნების გადატანას ითხოვდნენ, საერთო სამოქალაქო საპროტესტო აქციები დააანონსეს. 20 მაისს სახალხო კრებამ „ საპრეზიდენტო არჩევნების“ გადადებას მხარი არ დაუჭირა.

2 მაისს ოპოზიციური ძალების ბლოკმა, მიუხედავად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა,  ასლან ბჟანია პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინა. 16 მაისს გაავრცელეს განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ მათი ლიდერი, მოწამვლის შედეგად დაავადდა. გამომდინარე აქედან, ისინი 21 ივლისს დანიშნული არჩევნების  გადატანას და ასლან ბჟანიას მოწამვლის ფაქტის იბიექტურ გამოძიებას ითხოვენ.

17 აფხაზეთის უსაფრთხოების საბჭომ შექმნეს სპეციალური ჯგუფი, რომელმაც 20 მაისიდან, რუსეთის გენპროკურატურასთან ერთად, ასლან ბჟანიას ავადმყოფობის გარემოებათა გამოძიება დაიწყო.

აფხაზური ოპოზიციის ლიდერი და პარლამენტის დეპუტატი, ასლან ბჟანია 2019 წლის 18 აპრილს მძიმე ტოქსიკური დიაგნოზით მოსკოვის ერთერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ანალოგიური დიაგნოზით კლინიკაში მისი დაცვის 2 წევრიც მოათავსეს. ბჟანიას ოჯახის წევრები და მომხრეები ეჭვობენ, რომ ბჟანია მოწამლულია. ამას მოწმობს ექსპერტიზის პასუხები, რომლებიც პარლამენტის სხდომაზე 16 მაისს წარადგინეს.


ამავე თემაზე: სოხუმში „საპრეზიდენტო არჩევნების“ გადატანას და ბჟანიას მოწამვლის ფაქტის გამოძიებას ითხოვენ





Print