ახალი ამბები
სოხუმში ოპოზიციამ სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქციები დაიწყო
აფხაზეთში ოპოზიცია საპროტესტო მიტინგებს მართავს. მას შემდეგ რაც პარლამენტმა მათ მოთხოვნას, გადაიდოს საპრეზინენტო არჩევნები, მხარი არ დაუჭირა, მათ სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქციებიც დააანონსეს. გვიან ღამით, ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერებმა ოჩამჩირის რაიონის სოფელ ტამიშთან და გაგრის რაიონის სოფელ ბზიფთან გადაკეთეს გზები, თუმცა ამ დროისათვის ისინი გახსნილია.

მოთხოვნის საფუძველია ოპოზიციური ბლოკის კანდიდატის, ასლან ბჟანიას ავადმყოფობა. ის ამჟამად მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება. ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებით, ასლან ბჟანია, რომელსაც გამარჯვების რეალური შანსი აქვს, მოწამლეს და ამას ადასტურებს გერმანიაში ჩატარებული ანალიზის შედეგად სისხლში ვერცხლისწყლის და ალუმინის მომატებული რაოდენობით აღმოჩენა.

ასლან ბჟანიას მხარდამჭერები ამჟამინდელ ხელისუფლებას ადანაშაულებენ და ობიექტური გამოძიების ჩატარებას ითხოვენ. ისინი რაულ ხაჯიმბას გადადგომას ითხოვენ.


ამავე თემაზე:

აფხაზეთში ოპოზიციონერებმა, „საპრეზიდენტო არჩევნების“ გადატანის მოთხოვნით, გზები გადაკეტეს
Print