ახალი ამბები
შსს: ზუგდიდის ნაწილში ავტომანქანების მოძრაობა სამი დღით შეიზღუდა (ფოტო)
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ზუგდიდის ცენტრალური ქუჩების ნაწილზე ავტომანქანების მოძრაობა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გამო 24 -დან 27 მაისამდე იზღუდება.

უწყების ცნობით, ავტომობილებით გადაადგილება უკვე შეიზღუდა აღმაშენებლის ქუჩიდან ზვიად გამსახურდიას გამზირის , კიკალიშვილის ქუჩიდან ზვიად გამსახურდიას გამზირის, კოსტავას ქუჩიდან კიკალიშვილის ქუჩისა და რუსთაველის ქუჩიდან ზვიად გამსახურდიას გამზირის მიმართულებით. ავტომობილები იმოძრავებენ ალტერნატიული მარშრუტით, კერძოდ: რუსთაველის ქუჩიდან კოსტავას ქუჩის, კოსტავას ქუჩიდან აღმაშენებლის ქუჩის, კ. გამსახურდიას ქუჩიდან კედიას ქუჩის გავლით ზვიად გამსახურდიას გამზირის, მეუნარგიას ქუჩიდან რუსთაველის ქუჩის გავლით ზვიად გამსახურდიას გამზირის, თეატრის ქუჩიდან ზვიად გამსახურდიას გამზირის, კოსტავას ქუჩიდან ნარმანიას ქუჩის მიმართულებით.

„ასევე, 24 მაისის 22:00 საათიდან, 27 მაისის 08:00 საათამდე, დამატებით შეიზღუდება მოძრაობა კედიას ქუჩიდან ზვიად გამსახურდიას გამზირის მიმართულებით, რუსთაველის ქუჩიდან ზვიად გამსახურდიას გამზირის მიმართულებით, მეუნარგიას ქუჩიდან რუსთაველის ქუჩის გავლით ზვიად გამსახურდიას გამზირის მიმართულებით, თეატრის ქუჩიდან ზვიად გამსახურდიას გამზირის მიმართულებით და კოსტავას ქუჩიდან ნარმანიას ქუჩის მიმართულებით. ავტომობილების მოძრაობა შესაძლებელი იქნება ალტერნატიული ქუჩებით კერძოდ: რუსთაველის ქუჩიდან კოსტავას ქუჩის მიმართულებით, კოსტავას ქუჩიდან აღმაშენებლისა და ლაღიძის ქუჩის მიმართულებით, თეატრის ქუჩიდან მეუნარგიას, გამარჯვებისა და კ. გამსახურდიას ქუჩების მიმართულებით. 27 მაისიდან, ღონისძიებისთვის განკუთვნილი დეკორაციების დემონტაჟის შემდეგ, შეზღუდვები სრულად მოიხსნება და ავტოსატრანსპორტო მოძრაობა ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება“, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საავტომობილო გზებზე შეზღუდვების გამო დილიდან ზუგდიდის ქუჩებში საცობებია.

Print