ახალი ამბები
ინგირში მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება
ძლიერი ქარის გამო ინგირში ელექტროგაყვანილობის სადენები დაიზანდა, რის შედეგადაც სოფელსა და მის მიმდებარედ, აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

რადიო „ათინათს“ „ენერგო - პრო ჯორჯიას" პრესსამსახურში უთხრეს, რომ თანამშრომლების ბრიგადები ადგილზე აღდგენით სამუშაოებს აწარმოებენ. კომპანიის ცნობით, დენის მიწოდება აბონენტებს უახლოეს პერიოდში აღუდგებათ.


Print