ახალი ამბები
არჩეულმა მერმა და გუბერნატორმა მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიას ხსოვნას პატივი მიაგეს (ფოტო, ვიდეო)
ზუგდიდის არჩეულმა მერმა გიორგი შენგელიამ და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ეროვნული გმირების ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას ბიუსტები ყვავილებით შეამკეს, შემდეგ კი საქართველოს მოქალაქეებს დღევანდელი დღე მიულოცეს.

„მინდა მივულოცო დღევანდელი დღე სრულიად საქართველოს. მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. მსურს, თითოეული ქართველისთვის და საქართველოსთვის წარმატების მომტანი იყოს ეს დღე. გამთლიანებული, ერთიანი საქართველო მიგველოცოს ქართველებისთვის უახლოეს მომავალში“, - აღნიშნა მოწერელიამ.

გეგა შენგელიამ კი ზუგდიდელები 26 მაისის აღსანიშნავად ცენტრალურ მოედანზე მიიწვია.

„ვულოცავ ზუგდიდს, სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. 101 წელი გავიდა, რაც საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს მოეწერა ხელი. თითოეული ზუგდიდელი მინდა მოვიწვიო ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე. ძალიან კარგი დღესასწაულია და ერთად შევხვდეთ ამ დღეს“,- თქვა შენგელიამ.

ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე დამოუკიდებლობის აღსანიშნავად შინაგან საქმეთა სამინისტრო ღონისძიებებს მართავს.

დღეს, 26 მაისს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან და აქტის ხელმოწერიდან 101 წელი გავიდა. დღესვე საქართველო მერაბ კოსტავას 80 წლის იუბილეს აღნიშნავს.

Print