ახალი ამბები
ნათია თურნავა: ასეთ პირობებში ანაკლიის პროექტი „განწირულია“ წარმატებისთვის
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ანაკლიის პორტის პროექტის „განწირულია“ წარმატებისთვის, რადგან მას სახელმწიფოს მხრიდან უპრეცენდენტო მხარდაჭერა აქვს. მან ასევე აღნიშნა, ახლა საჭიროა, კერძო ინვესტორმა დროულად შეასრულოს ვალდებულებები.

„ჩვენ ვავითარებთ ჩვენს პრიორიტეტულ, სტრატეგიულ პროექტს ანაკლიის პროექტს, რომელსაც აქვს უპრეცედენტო მხარდაჭერა სახელმწიფოსგან. არც ერთ სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტს არ ჰქონია მსგავსი მხარდაჭერა. ასეთ პირობებში ეს პროექტი „განწირულია" წარმატებისთვის და მხოლოდ ერთი რამ გვაკლია, რომ კერძო ინვესტორმა დროულად შეასრულოს თავისი ვალდებულება. თუმცა, ასეთი მხარდაჭერის პირობებში ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ძალიან მარტივია და ასე უნდა მოხდეს", - აღნიშნა თურნავამ.

ამავე თემაზე:

მინისტრი: მთავრობამ ფოთის პორტთან დაკავშირებით გაცემული ნებართვა გააუქმა



Print