ახალი ამბები
მანანა მიქავამ სამხარეო ადმინისტრაციასთან კარავი გაშალა (ფოტო)
ზუგდიდელმა ბიზნესმენმა მანანა მიქავამ სამხარეო ადმინისტრაციის შენობის მიმდებარედ კარავი გაშალა. მისი თქმით, მან დღეიდან შიმშილობა დაიწყო და პროტესტის ამ ფორმას მანამ მიმართავს, სანამ მისი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. მიქავა ამბობს, რომ შპს "აკვაპარკის" ტერიტორიაზე საბავშვო ბაღის მშენებლობაა დაგეგმილი, როცა ეს მიწა მისი საკუთრებაა და აღნიშნულ საკითხზე ჯერ კიდევ სამართლებრივი დავის საგანია. ის ასევე აპროტესტებს მერიის სარჩელს, რომლითაც მუნიციპალიტეტმა სასამართლოს მიმართა და მანანა მიქავასთვის წლების წინ შეძენილ მიწაზე სამშენებლო ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო 4 მილიონამდე ლარის გადახდის დაკისრებას ითხოვს.

„ჩემი მოთხოვნები არის უცვლელი. დილით მოვედი და გავშალე კარავი, ვითხოვ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას, თუმცა ჯერ ჩემთან არავინ მოსულა. ჩემი ადვოკატი არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე შეხვდა პრემიერ-მინისტრს, რომელიც დაპირდა, რომ ამ საკითხს პირად კონტროლზე აიყვანდა. იმ იმედით, რომ რამე შეიცვლებოდა, რიგგარეშე არჩევნებზე შემოვხაზე „ქართული ოცნება“, მაგრამ, როგორც ხედავთ, არაფერი იცვლება. დილით მინდოდა თავი დამეწვა, რის შესაძლებლობაც სამართალდამცავებმა არ მომცეს. დღეს შიმშილობის პირველი დღეა, აქ ვიქნები მანამ, სანამ  ჩემი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება“, - ამბობს მიქავა.

მიქავასთან ერთად იმყოფებიან მისი მხარდამჭერები.

ზუგდიდელი ბიზნესმენი მიწის დაბრუნებისა და ჯარიმის გაუქმების მოთხოვნით პერიოდულად მართავს.

მერიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი, რომელზეც მიქავა დაობს, მუნიციპალიტეტის საკუთრებაა. მერიის იურისტის მადონა სახოკიას თქმით, მას მიწის ნაკვეთი აუქციონის წესით 2008 წელს გადაეცა, თუმცა პირობების შეუსრულებლობის გამო მას ხელშეკრულება 2017 წელს შეუწყდა.

საუბარია ზუგდიდის ცენტრში, მდინარე ჩხოუშის ნაპირთან მდებარე 9 ათას კვადრატულ მეტრამდე ფართობზე, რომელიც მანანა მიქავას წინა ხელისუფლების დროს იჯარით 150 000 დოლარად გადაეცა. მას 4 მილიონიანი ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა, თუმცა ვალდებულებები გარკვეული მიზეზების გამო ვერ განახორციელა და ხელშეკრულება გაუუქმეს. აღნიშნული გადაწყვეტილება მიქავამ გაასაჩივრა, რის შემდეგაც ორივე ინსტანციის სასამართლომ, ბიზნესმენის საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და საკრებულოს დაავალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემა. მოგვიანებით, მერიამ მას ორთვიანი ვადა მისცა, თუმცა ბიზნესმენმა ვალდებულებები ისევ ვერ შეასრულა. საბოლოოდ, აღნიშნული ტერიტორია ზუგდიდის მერიის ბალანსზე რჩება. 

ეს სწორედ ის ტერიტორიაა, რომელთან დაკავშირებითაც ზუგდიდის ყოფილ მერსა და მის მოადგილეს გამოძიება ქრთამის აღებას ედავება.

ამავე თემაზე:
ზუგდიდში "ქართული ოცნების" შტაბთან აქცია დასრულდა (ვიდეო)


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
24 / აპრილი 2024
მესტიის მუნიციპალიტეტის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი 2024 წლის თებერვალში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში საკუთარ ქონებასა და შრომის ანაზღაურებიდან მიღებულ შემოსავალს მალავს.
24 / აპრილი 2024
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევა დაიწყო, წერს „აფსნიპრესი“.
24 / აპრილი 2024
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის ადმინისტრაციის ხელძღვანელმა ლაშა გვასალიამ აქტივისტი ქალების მიმართ შეურაცხმყოფელი, ღირსების შემლახველი, უხამსი და სექსისტური პოსტი და კომენტარები საკუთარი ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 25 °C
img
სოხუმი 22 °C
img
ფოთი 22 °C
img
მესტია 13 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.