ახალი ამბები
ეკონომიკის მინისტრი წალენჯიხისა და ჩხოროწყუში გაზიფიცირების სამუშაოებს გაეცნო (ვიდეო)
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა წალენჯიხასა და ჩხოროწყუში მიმდინარე  გაზიფიცირების სამუშაოებს გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. მინისტრის ინფორმაციით,  მომავალ წელს ორივე მუნიციპალიტეტში 5000-მდე ოჯახს ექნება ბუნებრივი აირი.

„ისტორიული დღე არის წალენჯიხისთვის და ჩხოროწყუსთვის, არასოდეს არ ყოფილა აქ ისტორიულად ბუნებრივი აირი. მე პირადად ვიყავი შემოდგომაზე ჩამოსული, აქ შევხვდი მოსახლეობას და შევპირდი რომ სულ მალე დაიწყებოდა გაზიფიცირების სამუშაოები. მთავრობამ დაამტკიცა გაზიფიცირების სამწლიანი გეგმა და აი სულ რამდენიმე დღეა უკვე დაიწყო ეს სამუშოები. ეს ნიშნავს იმას, რომ მომავალ წელს, ზაფხულის მიწურულს 3000-მდე ოჯახს წალენჯიხაში, ხოლო 1600-მდე ოჯახს ჩხოროწყუში ექნება ბუნებრივი აირი. ეს პროგრამა გრძელდება სამი წლის განმავლობაში, აქედან გამომდინარე ეს პრობლემა გადაწყვეტილია ისე, როგორც დავპირდით მოსახლეობას“ , - განაცხადა თურნავამ.

მიმდინარე სამუშაოები მინისტრთან ერთად სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს. მოწერელიას თქმით, ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით, სამეგრელოში მასშტაბური გაზიფიცირება მიმდინარეობს.

სამუშაოებს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ახორციელებს. პროექტის ფარგლებში წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, მაღალი წნევის 192 მ სიგრძის გაზსადენი და გაზგამანაწილებელი სადგურის აშენება იგეგმება.

გარდა ამისა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, 3 წლიანი გეგმის ფარგლებში გაზიფიცირება 13 სოფელი, აბონენტების სავარაუდო რაოდენობა 10,327.

რაც შეეხება ჩხოროწყუს, გაზიფიცირებისთვის  86 მ სიგრძის მაღალი წნევის გაზსადენი და გაზგამანაწილებელი სადგური მოეწყობა. შედეგად, 1609 აბონენტი შეძლებს ბუნებრივი გაზით სარგებლობას.

ამავე თემაზე:

ნათია თურნავა: პორტთან დაკავშირებით ყველა წინადადებას ანაკლიის პორტის პრიორიტეტის კონტექსში განვიხილავთ

მინისტრი: "ეიპიემ ტერმინალს ფოთს" უფლება აქვს ჩვენი გადაწყვეტილება სამართლებრივ ჭრილში განიხილოს








Print