რეგიონი
ჩხოროწყუში 19 წლის მამაკაცი დაჭრეს
ჩხოროწყუში, 19 წლის ვ.გ.-ს განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით სამეგრელოს პოლიციამ 1999 წელს დაბადებული მ.შ. ცხელ კვალზე დააკავა. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს. უწყების ინფორმაციით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 30 მაისს მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სასწრაფო დახმარების თანამშრომლებმა დაჭრილი ახალგაზრდა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

Print