სარეკლამო მასალა
განსაკუთრებული პირობები იპოთეკურ სესხებზე ტერაბანკისგან ®️
ტერაბანკი მომხმარებლებს, რომლებსაც უძრავი ქონების შეძენა, მშენებლობა ან რემონტი სურთ, იპოთეკურ სესხებზე განსაკუთრებულად მოქნილ პირობებს სთავაზობს. ახალი პირობების მიხედვით, იპოთეკური სესხის აღების შემთხვევაში, ისინი 6-თვიანი სრული საშეღავათო პერიოდით ისარგებლებენ და მის დაფარვას 6 თვის შემდეგ დაიწყებენ.

ახალი პირობებით სარგებლობა შეუძლიათ მომხმარებლებს, რომლებიც იპოთეკურ სესხს პირდაპირ ტერაბანკში აიღებენ და ასევე მათ, ვინც ამ პროდუქტით სხვა ბანკიდან დაპორტირდება. განსაკუთრებული პირობები ლარში გაცემულ სესხებზე ვრცელდება.

იპოთეკური სესხი ტერაბანკის ერთ-ერთი წარმატებული და მრავალფეროვანი პროდუქტია. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის გაზაფხულზე ტერაბანკმა იპოთეკური სესხი სპეციალურად ემიგრანტებისთვისაც შექმნა. იგი დამატებითი უზრუნველყოფის გარეშე გაიცემა, რაც ემიგრანტებს უძრავი ქონების შეძენის ბარიერს სრულიად უხსნის.

ტერაბანკი ქართულ საბანკო ბაზარზე 1999 წლიდან ფუნქციონირებს. იგი დინამიკურად განვითარებადი, პასუხისმგებლიანი ბანკია, წარმატებული ფინანსური მაჩვენებლებითა და მზარდი შედეგებით, რომელიც მომხმარებლებს მათ საჭიროებებსა და სურვილებზე მორგებულ, ინოვაციურ მომსახურებებსა და პროდუქტებს სთავაზობს.

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის ან პროდუქტით სარგებლობისთვის ეწვიეთ ტერაბანკის ზუგდიდის ფილიალს მისამართზე: თაბუკაშვილის N1 ან დარეკეთ ნომერზე: 2 55 55 00

Print