ახალი ამბები
დადიანების მუზეუმში სუვენირები გაიყიდება
ზუგდიდის დადიანების სასახლეთა ისტორიულ–არქიტექტურულ მუზეუმში არსებული ექსპონატების ამსახველი სუვენირები გაიყიდება. ტურისტები და დამთვალიერებლები აქ კედლის მინიატურების და  კერამიკული ფილების შეძენას შეძლებენ. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ დადიანების მუზეუმის დირექტორმა ლილი ბერაიამ უთხრა. მისივე თქმით, სუვენირები, რომლებიც დაამზადეს ქვეყნის კულტურას, ისტორიასა და გემოვნებას წარმოაჩენს.  ბერაია ამბობს, რომ მათი რაოდენობა ეტაპზე შეზღუდულია, რადგან ის ჯერჯერობით საცდელად დამზადდა.

„ამ ეტაპზე რამდენიმე ცალი დავამზადეთ. რისი საშუალებაც სასახლეს ჰქონდა. მომავლში ვგეგმავთ, რომ უფრო მეტი დავამზადოთ. არის მოთხოვნა ტურისტების მხრიდან, რომ აქედან რაიმე დასამახსოვრებელი წაიღონ და ეს ასე ხდება მსოფლიოს სხვადსხვა ქვეყანაში. გარდა ამისა ეს მუზეუმისთვის შემოსავლის წყაროც იქნება“, - თქვა ბერაიამ.

მისივე თქმით, მუზეუმის ადმინისტრაციამ ტურისტების მოსაზიდად და სასახლის პოპულარიზაციის მიზნით, კედლის დასაკიდი სუვენირების გარდა სხვა სიახლეებსაც გეგმავს.




Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
12 მარტს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ბერტა ფონ ზუტნერის სახელობის ევროპულ კუთხეში, ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით სალონური შეხვედრა-დისკუსია თემაზე "ქალები საერთაშორისო სამშვიდობო მოძრაობის სათავეებთან - ბერტა ფონ ზუტნერი" გაიმართა.
8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდის ბიბლიოთეკაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ქალების წახალისებისა და მათი პროფესიული საქმიანობის წარმოჩენის მიზნით, შეხვედრა გაიმართა.
თიბისის მხარდაჭერით, სვანეთის სათხილამურო კურორტ ჰაწვალზე "FreeRide World Tour Junior"- ის საკვალიფიკაციო ეტაპი ჩატარდა, სადაც არამარტო ქართველი, არამედ უცხოელი მოზარდებიც იღებდნენ მონაწილეობას.
დღის სიახლეები
28 / მარტი 2024
სოხუმის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან მაცხოვრებლების განსახლება იგეგმება, ამის შესახებ „აფხაზური პორტალი“ იუწყება.
28 / მარტი 2024
ზუგდიდის მერიამ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოხეტიალე, უპატრონო და მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარში ან ვეტერინარულ კლინიკაში განთავსებაზე 25 806 ლარის ტენდერი გამოაცხადა.
28 / მარტი 2024
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 2023 წელს 2 608 ბავშვი დაიბადა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / მარტი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 20 °C
img
სოხუმი 17 °C
img
ფოთი 17 °C
img
მესტია 8 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.