ახალი ამბები
ჭუბერის მკვიდრი: სადაც ადიდებული მდინარის გადასვლის საშიშროებაა, ტექნიკა მუშაობს (ვიდეო)
ჭუბერის თემში, ამინდის გაუარესების შემთხვევაში შესაძლებელია ადიდებულმა მდინარე დევრულამ კალაპოტი გაარღვიოს და მიმდებარე ტერიტორია დატბოროს. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ადგილობრივებმა უთხრეს. ჭუბერის მკვიდრის გარი ჩხვიმიანის ინფორმაციით, იმ ადგილას, სადაც დატბორვის საშიშროებაა, ახლა ტექნიკა მუშაობს და წყალს მიმართულებას უცვლის.



„ამ ეტაპზე სხვაგან არ არის საშიშროება, მაგრამ თუ იწვიმა მერე არც ტექნიკას შეეკითხება და არც არავის. ნაპირსამაგრი დამბები წაიღო. ძალიან ვიწრო ხეობაა და ნაპირზეც ცხოვრობს მოსახლეობა“, - ამბობს ჩხვიმიანი.

მდინარე დევრულას ადიდებამ გუშინ საღამოს საავტომობილი ხიდის დაზიანება გამოიწვია.

ფოტო: ინტერნეტი
ვიდეი: გალა ჩხვიმიანი

ამავე თემაზე:

ჭუბერში ადიდებულმა მდინარემ ხიდი დააზიანა
Print