ახალი ამბები
სამოქალაქო აქტივისტები საკრებულოში სკეიტ პარკის ნაწილის სავარაუდო გაყიდვას გააპროტესტებენ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, რომელზეც დღეს ყინულის სახლის ტერიტორიის აუქციონზე გატანაზე უნდა იმსჯელონ, სამოქალაქო აქტივისტები და ალეკო ელისაშვილის სამოქალაქო მოძრაობის წევრები აპირებენ მისვლას. ერთი ერთ- მათგანის როსტომ ზარანდიას თქმით, ისინი საკუთარ პოზიციას დააფიქსირებენ და გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მას გააპროტესტებენ.

„ის, რომ აქამდე მხოლოდ ბუტაფორიული საჯარო შეხვედრები გამართეს, არაფერს ნიშნავს. ფაქტია, რომ ფურცელზე მოგვარდა ეს ამბავი. ეს იქნება ნაჩქარევი და არასწორი გადაწყვეტილება და მე ჩემს სათქმელს ვიტყვი“, - უთხრა რადიო „ათინათს“ სამოქალაქო მოძრაობის წევრმა.

ზუგდიდის მერიას სკეიტ პარკში მდებარე ყინულის სასახლის ტერიტორიის გაყიდვა სურს, რის შესახებაც მან საკრებულოს უკვე მიმართა. როგორც რადიო „ათინათს“ ეკონომიკის, ურბანული განვითარებისა და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი ლაგვილავამ უთხრა, კომისიის უმრავლესობამ საკითხის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირა.





Print