ახალი ამბები
ზუგდიდში სამ ქუჩას სახელი შეეცვალა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ზუგდიდში სამ სხვადასხვა ქუჩას სახელი შეეცვალა. როგორც ურბანული განვითარების კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი ლაგვილავამ სხდომაზე აღნიშნა, მოსახლეობის ინიციატივითა და თხოვნით, კიკვიძის ქუჩას - მშვიდობის, ოსტროვსკის ქუჩას - ბერი ალექსანდრე შუშანიას, კრასნოდარის ქუჩას კი ლევან გოთუას სახელი დაერქვა. მისივე თქმით, ეს პროცესი გაგრძელდება და ზუგდიდში ყველა საბჭოთა ქუჩას ღირსეული ადამიანების სახელები დაერქმევა. ლაგვილავამ და საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ TI-ის ზუგდიდის ოფისის კოორდინატორს არჩილ თოდუას ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადეს.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” ზუგდიდის იმ ქუჩების და სოფლების სია გამოაქვეყნა, რომლებიც დღემდე საბჭოთა, კომუნისტურ სახელებს ატარებენ.


ამავე თემაზე:

საბჭოთა კომუნისტური ტოპონიმიკა ზუგდიდის ქუჩებსა და სოფლებში

Print