ახალი ამბები
ჭუბერის თემში მდინარე დევრულას დინებამ იკლო
ჭუბერის თემში მდინარე ნენსკრას შენაკადის, დევრულას დინებამ ამ მომენტისთვის იკლო. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პრესსამსახურში უთხრეს. მათივე ინფორმაციით, ნაპირის გასაღრმავებლად ადგილზე ტექნიკა მუშაობს.

სტიქიის ადგილას იმყოფებიან მხარის რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, მისი მოადგილე ნინო ვიბლიანი და მესტიის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი. მერის ინფორმაციით, ადიდებულმა მდინარემ შიდასასოფლო ხიდები წაიღო, თუმცა არცერთი სოფელი არ არის გარესამყაროს მოწყვეტილი.

ადგილობრივები შიშობენ, რომ  ამინდის გაუარესების შემთხვევაში დატბორვის საშიშროება იმატებს.

მდინარე დევრულას ადიდებამ გუშინ საღამოს საავტომობილი ხიდის დაზიანება გამოიწვია.

ამავე თემაზე:
ჭუბერის მკვიდრი: სადაც ადიდებული მდინარის გადასვლის საშიშროებაა, ტექნიკა მუშაობს (ვიდეო)
Print