ახალი ამბები
ზუგდიდის ცენტრში ავტომანქანა ამოყირავდა - არიან დაშავებულებიც
ზუგდიდის ცენტრალურ მოედანთან ორი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც, ერთ-ერთი ამოტრიალდა. სავარაუდოდ, ორი ადამიანი დაშავდა. ისინი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში რამდენიმე წუთის წინ შეიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.

ადგილზე სამართალდამცავები და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან.

შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
Print