ახალი ამბები
ზუგდიდში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება
ზუგდიდის ცენტრში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამის შესახებ რადიო "ათინათს" რეფერალურ ჰოსპიტალში უთხრეს. ამავე ცნობით, დაშავებულებს  შესაბამისი კვლევები და მკურნალობა უტარდებათ.

„ჯერჯერობით კვლევების ფაზაში არიან, ორივე კონტაქტური და ადეკვატურია. რამე მნიშვნელოვანი დაზიანებების სურათი არ ჩანს. ველოდებით დამატებითი კვლევების პასუხებს. პირველადი სამედიცინო გასინჯვით მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა იმყოფებიან გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაში“, - ამბობენ საავადმყოფოში.

ზუგდიდის ცენტრალურ მოედანთან ორი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა, ერთ-ერთი ამოტრიალდა. შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. 

ამავე თემაზე:

ზუგდიდის ცენტრში ავტომანქანა ამოყირავდა - არიან დაშავებულებიც
Print