რეგიონი
ფოთში ახალგაზრდა ქალი ცივი იარაღით დაჭრეს
ფოთში, ნაბადის უბანში ახალგაზრდა ქალი, სავარაუდოდ, მეუღლის ბიძამ ცივი იარაღით სხეულის სხვადასხვა ადგილას დაჭრა. შემთხვევა წუხელ მოხდა. დაჭრილი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა, მას ქირურგიული ჩარევა არ დასჭირდა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

რაც შეეხება ბრალდებულს, შს სამინისტროში რადიო "ათინათს" უთხრეს, რომ დანაშაულში ბრალდებული ვ.ხ. მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Print