ახალი ამბები
მესტიაში მდინარეში გადავარდილი ახალგაზრდების ძებნაში დამატებითი ძალები ჩაერთნენ
მესტიაში, ბეჩოს ხიდიდან ავტომობილით მდინარეში გადავარდნილი ორი ახალგაზრდის სამძებრო სამუშაოები გამთენიისას განახლდა. ამის შესახებ რადიო "ათინათს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს. უწყების ინფორმაციით, სამაშველო სამსახურებს ჯგუფები ადგილზე ზუგდიდიდან და ქუთაისიდან დაემატა.

ბეჩოს ხიდთან, სავარაუდოდ, დიდი სიჩქარით მიმავალი ავტომანქანა მდინარეში 7 ივნისს, ღამით გადავარდა.
Print