რეგიონი
ხმაურია ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე, რომელზეც მერის უფლება მოსილება სულ ცოტა ხნის წინ სცნეს
სხდომაზე, სადაც რამდენიმე წუთის წინ მერის გიორგი შენგელიას უფლებამოსილება სცნეს, უმრავლესობის დეპუტატები და ენმ-ს მხარდამჭერები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისირდნენ. საკრებულოს წევრის კონსტანტინე კაკავს თქმით, მას ცუდად ენიშნა პირის აკვრა და თავზე ტომრის წამოცმა ახალგაზრდების მხრიდან.

მანამდე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თაზო ფაცაციამ აღნიშნა, რომ თავზე ტომარა ცხრაწლიანი რეჟიმის სიმბოლოა, რაც დასრულდა.

ახალგაზრდები, რომლებიც სდომაზე პროტესტის ნიშნად იმყოფებიან, ამბობენ, რომ ეს მათი არჩევანია და მათი გადასაწყვეტია, პროტესტს რა ფორმით გამოხატავენ.

ახალგაზრდების მისამართით "ქართული ოცნების" წევრების მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს ანა წითლიძე გამოეხმაურა. მან თამაზ ფაცაციას უთხრა, რომ მისი შეგნება თინათინ ბოკუჩავას მისამართით დაწერილ პოსტში გამოჩნდა.

მოგვიანებით, ერთმანეთს დეპუტატი ედიტა კოდუა და ანა წითლიძე დაუპირისპირდნენ. კამათი კოდუას კითხვას მოჰყვა, იმ ახალგაზრდის მიმართ, რომელიც თავზე ტომარაწამოცმული მივიდა. კოდუამ აღნიშა, რომ ის მისი თანასოფლელი იყო და დაინტერესდა,  თუ რითია ის უკმაყოფილო და რა არ კეთდება მის სოფელში, რაც წითლიძემ გააპროტესტა. მისი თქმით, დეპუტატი ახალგაზრდას საქმეს "ურჩევს".

ამავე თემაზე:

ზუგდიდის მერის უფლებამოსილების ცნობა პროტესტის ფონზე მიმდინარეობს

ზუგდიდის საკრებულომ მერად გიორგი შენგელია ოფიციალურად გამოაცხადა


Print