ახალი ამბები
არასრულწლოვნებით ვაჭრობაში ბრალდებული იულია სუსლიაკი პატიმრობაში დატოვეს
არასრულწლოვნებით ვაჭრობაში ბრალდებულ 36 წლის იულია სუსლიაკი თბილისის საქალაქო სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა. დღევანდელ პროცესზე, დაცვის მხარე აღკვეთის შეცვლას ითხოვდა. სუსლიაკის ადვოკატის ზურაბ თოდუას თქმით, სახელმწიფო ბრალდებამ მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები ვერ წარმოადგინა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სუსლიაკი საქართველოში 10 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად რუსეთიდან 2019 წლის 8 აპრილს ჩამოვიდა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას აპირებდა. საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ დოკუმენტაციის მიხედვით, 10-ვე ბავშვი იულია სუსლიაკის შვილია და მის გვარს ატარებს, თუმცა მცირეწლოვნებიდან 4 დაბადებულია 2017 წელს, რამაც სამართალდამცველებს ტრეფიკინგის ეჭვი გაუჩინა. ამავე ცნობით, იულია სუსლიაკი უკრაინიდან რუსეთში 11 ბავშვის თანხლებით გადავიდა, საქართველოში კი 10 ბავშვი ჩამოიყვანა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ინტერპოლის არხებით ცდილობს მოიძიოს ინფორმაცია იმ ერთი ბავშვის შესახებ, რომელიც გაუჩინარდა.

გამოძიება ორი ან მეტი არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 143-ე 2-პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 14-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამავე თემაზე:
ადვოკატი არასრულწლოვნებით ვაჭრობაში ბრალდებული იულია სუსლიაკისთვის პატიმრობის გაუქმებას ითხოვს
Print