ახალი ამბები
სოხუმში ავტომობილი ტროლეიბუსს დაეჯახა
სოხუმში წითელ ხიდთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. „BMW“ - ს მარკი ავტომობილი ტროლეიბუსს დაეჯახა, წერს „აიაირა". ავტომობილის მძღოლი ქალაქის საავადმყოფოში გადაიყვანეს, ტროლეიბუსის რამდენიმე მგზავრმა კი მსუბუქი დაზიანება მიიღო. მედიკოსებმა მათ შესაბამისი დახმარება გაუწიეს.

ინფორმაცია აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ფეისბუქ გვერდზეა გამოქვეყნებული.




Print