ახალი ამბები
ვალერი ბგანბა: სოხუმის აეროპორტი, შესაძლოა, მომავალ წელს ამოქმედდეს
სოხუმის აეროპორტში, რომელიც 1993 წლის შემდეგ არ ფუნქციონირებს, შესაძლოა, უკვე მომავალ წელს, თვითმფრინავი დაეშვას. ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ - მინისტრმა პეტერბურგში გამართულ საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა, წერს „აფსადგილ ინფო“. ვალერი ბგანბას თქმით, აეროპორტის აღდგენის მიზნით, რუსმა ბიზნესმენებმა საპროექტო - საძიებო სამუშაოების წარმოება უკვე დაიწყეს.

მან აღნიშნა, რომ თუ ასაფრენ ზოლს მხოლოდ შეკეთება სჭირდება, აეროპორტის ინფრასტრუქტურა მთლიანად არის აღსადგენი. მისივე თქმით, „რუს კოლეგებთან ერთად მიმდინარეობს მოლაპარაკებები სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან (ICAO) ფრენების ნებართვასთან დაკავშირებით".


Print