ახალი ამბები
ზუგდიდის მერიამ ზვიად სიჭინავას მიერ შეთავაზებული აუზის ექსკიზი მოიწონა
ზუგდიდის მერიამ ზვიად სიჭინავას მიერ შეთავაზებული აუზის ესკიზი, რომლის აშენებაც მას ბაიას ბაზის ტერიტორიაზე სურს, მოიწონა. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ მერიაში უთხრეს. მათივე ინფორმაციით, მომდევნო ეტაპზე სიჭინავამ აუზის პროექტი უნდა წარადგინოს და მას შემდეგ გადაწყდება, მისცემენ თუ არა მშენებლობის ნებართვას.

„ჩვენ ამ ეტაპზე ექსკიზი წარმოგვიდგინა, რაც მოწონებულია. ახლა უნდა წარმოადგინოს პროექტი. ამის შემდეგ გადაწყდება, მიეცემა თუ არა აუზის მშენებლობის ნებართვა“,- ამბობენ მერიაში.

ზუგდიდის მერობის ყოფილ კანდიდატს ზვიად სიჭინავას „ბაიას“ ბაზაზე საცურაო კომლექსის მშენებლობა სურს. შესაბამისი განცხადება პროექტთან ერთად ზუგდიდის მერიაში 27 მაისს დარეგისტრირდა. როგორც ზვიად სიჭინავამ რადიო „ათინათს“ უთხრა, რამდენიმე დღეში კომპლექსის სრული მაკეტი მზად იქნება.

ამავე თემაზე:


ზვიად სიჭინავამ ზუგდიდში საცურაო აუზის მშენებლობის ნებართვისთვის მერიას მიმართა
Print