რეგიონი
მთავრობა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" ფინანსური დახურვის ვადას გაუხანგრძლივებს
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ პორტის პროექტის ფინანსური დახურვის ვადა 6 თვით გაუხანგრძლივდება. ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობის უახლოეს სხდომაზე დამტკიცდება.

„არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი ჩვენთვის პრიორიტეტულია. მათ შორის არაერთხელ გავაკეთეთ ამის დემონსტრირება იმ გადავადების სახით, რომელიც ინვესტორისთვის დაფინანსების მოსაძიებლად იყო საჭირო. ჯერ კიდევ 21 მაისს გამართულ სამმხრივ შეხვედრაზე გამოჩნდა, რომ 15 ივნისის ვადა საკმარისი არ იყო საკრედიტო ხელშეკრულებაზე ხელმოწერისთვის და ამ შეხვედრაზევე განვაცხადეთ და შევთანხმდით, რომ კონსორციუმი წარადგენდა მათთვის სასურველ ვადას, რომელიც მათი ხედვით ყველა ფორმალობის დასრულებისთვისაა საჭირო. კონსორციუმიდან მივიღეთ ინფორმაცია, რომ ეს სასურველი ვადა არის 6 თვე. ჩვენ ახლა ვიმყოფებით შიდა სამთავრობო პროცედურებში და უახლოეს მთავრობის სხდომაზე გვექნება შეთანხმება გადავადებაზე“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ საქართველოს მთავრობას ფინანსური დახურვის დოკუმენტაციის წარსადგენად ვადის გახანგრძლივება სთხოვა.

ამავე თემაზე:

ბახტაძე: ვეხმარებით ანაკლიის კონსორციუმს, რომ ვალდებულებები შეასრულონ

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი: იმედია, საქართველო ანაკლიის პორტის პროექტს ბოლომდე მიიყვანს
Print