პოლიტიკა
„პატრიოტთა ალიანსი“: სამეგრელოდან აქციაზე 1300-მდე ადამიანი წავიყვანეთ
სამეგრელოდან დღეს დილით „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ დაგეგმილ აქციაზე „დაიცავი დავით გარეჯი“ 1280 ადამიანი გაემგზავრა. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ ოპოზიციური პარტიის წალენჯიხის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა დავით აკობიამ უთხრა. მისივე თქმით, ამ წუთებში თბილისისკენ 64 სამარშუტო ტაქსი და რამდენიმე მსუბუქი მანქანა მიემართება.

„რა თქმა უნდა, ჩვენ გავაკეთეთ ადამიანების მობილიზება, მივემგზავრებით პარტიის წევრები, მხარდამჭერები, რათა შევუერთდეთ აქციას“, - აღნიშნა აკობიამ.

აქციას სახელწოდებით „დაიცავი დავით გარეჯი“ „პატრიოტთა ალიანსი“ თბილისში, თავისუფლების მოედანზე 16 საათზე დაიწყებს.

Print