ახალი ამბები
ზუგდიდის მერიამ დრონისა და ვიდეოკამერის აღჭურვილობის შესაძენად 13 ათასამდე ლარი გამოყო
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია პროფესინალურ ვიდეოკამერასა და დრონს შეიძენს. შესაბამისი ტენდერი, რომლის შესყიდვის ღირებულება 12 801 ლარია, მერიამ 13 ივნისს გამოაცხადა.
სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისად, მერია საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებისათვის ამ თანხით ვიდეოკამერას, მასზე დასამაგრებელ მიკროფონს, შტატივსა და ვიდეოკამერით ინტეგრირებულ დისტანციურ მართვით მფრინავი მოწყობილობას იყიდის.

წინადადებების მიღება ტენდერში 22-დან 24 ივნისის ჩათვლითაა შესაძლებელი.

Print