რეგიონი
ფოთში ტაეკვანდოს მწვრთნელები დააკავეს
ფოთში, სადაც ტაეკვანდოში საქართველოს ღია ჩემპიონატი იმართებოდა, სამართალდამცავებმა სამი მწვრთნელი დააკავეს. მათ დაკავებას წინ ფიზიკური დაპირისპირება უძღოდა. მწვრთნელებმა აღნიშნეს, რომ ისინი ტაეკვანდოს ეროვნული ფედერაციის მმართველის მუშაობით უკმაყოფილოები არიან და მის გადაყენებას მოითხოვენ. ფიზიკური დაპირისპირება გამგეობის წევრებსა და მწვრთელებს შორის სამი ადამიანის დაკავებით დასრულდა. 

შსს სამინისტროში რადიო „ათინათს“ უთხრეს, რომ გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

Print