ახალი ამბები
ზუგდიდში "ვეფხისტყაოსანი" ევროკავშირის სადამკვირვებო მისიის წევრებმაც წაიკითხეს
ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში "ვეფხისტყაოსნის" საჯარო კითხვა გაიმართა. პოემიდან ამონარიდები მოსწავლეებმა, სტუდენტებმა, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა, მათ შორის, ევროკავშირის სადამკვირვებო მისიის წევრებმა წაიკითხეს. ღონისძიება მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ ,,ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის" ორგანიზებით გაიმართა. მათი თქმით, აღნიშნული ღონისძიების მიზანი ლიტერატურული მემკვიდრეობის პოპულარიზცია და ეროვნული საგანძურის წარმოჩენაა.

„ცენტრალური ბიბლიოთეკა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე ატარებს ერთობლივ პროექტს. ჩვენი სურვილია, რომ მომავალ თაობას უფრო მეტად შევაყვაროთ "ვეფხისტყაოსანი“, - ამბობს ორგანიზატორი.

შოთა რუსთაველის პოემის საჯარო კითხვამ ტრადიციული ხასიათი მიიღო და ეს ღონისძიება ჩვენს ქალაქში უკვე 10 წელია ტარდება.

Print