რეგიონი
აფხაზეთში ადგილობრივებმა ტურისტი შოტლანდიური კილტის ტარების გამო სცემეს (ვიდეო)

ინსტაგრამზე გამოჩნდა ვიდეო, რომელიც აფხაზეთში ექსკურსიის დროს ერთ- ერთმა ტურისტმა გადაიღო, წერს ინტერნეტ გამოცემა SochiNews.

ვიდეოზე ჩანს, თუ როგორ დაესხნენ თავს ადგილობრივი მცხოვრებლები დამსვენებლს, რომელსაც შოტლანდიური კილტი (ქვედაბოლო, რომლესაც მამაკაცები ატარებენ) ეცვა და მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

გამოცემა წერს, რომ ვიდეორგოლს სოციალური ქსელის მომხმარებლების მწვავე რეაქცია მოჰყვა. ნაწილი წერდა, რომ ტურისტი, თავად არის დამნაშავე, რადგან შეგნებულად გამოიწვია ადგილობრივები, მათთვის მიუღებელი სამოსის ტარებით, რადგან „კავკასიელებისთვის მამაკაცი ქალის სამოსში შეურაცხმყოფელია". მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ ადამიანს გარეგნობა და ჩაცმულობა არ უნდა იქცეს მისი ცემის საბაბად.

ზოგიერთები კი ცდილობენ წარმოიდგინონ, როგორი იქნებოდა მოსახლეობის ნაწილის რეაქცია შოტლანდიელი ვარსკვლავის შონ კონერის ვიზიტზე აფხაზეთში, რომელიც ხშირად ატარებს ეროვნულ ტანსაცმელს.


 

Print