ახალი ამბები
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ვალდებულებების შესრულების ვადა გადაუვადდა
საქართველოს მთავრობის კანცელარიის ინფორმაციით, "ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" საინვესტიციო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება 2019 წლის ბოლომდე გადაუვადდა. გადაწყვეტილება მინისტრთა კაბინეტის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. მანამდე პრემიერ-მინისტრმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ვადებთან დაკავშირებით საუბარი ფინანსურ ინსტიტუტებთან მაისის შუა რიცხვებში შედგა.

„ჩვენ ჯერ კიდევ მაისის შუა რიცხვებში, ფინანსურ ინსტიტუტებთან შეხვედრისას შევთანხმდით, რომ კონსორციუმი მოახდენდა ინფორმირებას იმ ვადებთან დაკავშირებით, რაც შეიძლება დასჭირდეს ინვესტორების მხრიდან ფინანსური ნაწილის დასახურად. შედეგად, ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას და კონსორციუმს ვალდებულებების შესასრულებლად ვადებს წლის ბოლომდე გავუხანგრძლივებთ", - განაცხადა ბახტაძემ.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ პორტის პროექტის ფინანსური დახურვის ვადის 6 თვით გახანგრძლივებაზე რამდენიმე დღის წინ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმაც განაცხადა.



Print