ახალი ამბები
თეთნულდზე ტურისტი დაიღუპა
მესტიაში,  მწვერვალ თეთნულდზე 4 კაციანი ტურისტული ჯგუფიდან ერთ-ერთი, სლოვაკეთის მოქალაქე გადავარდა და დაიღუპა. შემთხვევა გუშინ მოხდა. როგორც რადიო „ათინათს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, ცხედარი, რომელიც  მთის ფერდობზე იპოვნეს, მესტიაში გადმოასვენეს. მათივე ინფორმაციით, დანარჩენმა ტურისტებმა მაშველების დახმარებაზე უარი თქვეს. საგანგებოში აცხადებენ, რომ მათთან მუდმივ კავშირზე იმყოფებიან და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს სწრაფი რეაგირების მაშველები გავიდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო.


Print