ახალი ამბები
მარტვილში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მარტვილის მუნიციპალიტეტში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. გზდ-ში აცხადებენ, რომ მოქალაქე 9 ერთეული წიწვოვანი სახეობის მორის ტრანსპორტირებას, შესაბამისი დოკუმენტის გარეშე ახდენდა.

მათივე ცნობით, ავტომანქანა დაილუქა და  შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი.
Print