ახალი ამბები
ზუგდიდში მეგრული ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი დაფუძნდა
ზუგდიდში პოლიკარპე ხუბულავას სახელობის მეგრული ფოლკლორის პირველი საერთაშორისო ფესტივალი “კოლხი და ...” დაფუძნდა. შესაბამისი გადაწყვეტილება დღეს საკრებულოს სხდომაზე მიიღეს.

ფესტივალში მონაწილეობას, როგორც ქართველი, ასევე, უცხოელი შემსრულებლები მიიღებენ. ღონისძიება, რომელიც ვლაქერნობის დღესასწაულის ფარგლებში ჩატარდება, 16 ივლისს გაიმართება.

“წელს მეგრული სასიმღერო ფოლკლორის ფესტივალია და შემდეგში უკვე არა მხოლოდ სიმღერის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია მეგრული სიმღერის პოპულარიზაციისთვის. წელს მონაწილეები ზუგდიდში სამი დღით ადრე ჩამოვლენ”,- აღნიშნა ა(ა)იპ ხელოვნებისა დაკულტურის განვითარების ცენტრის დირექტორმა მანუჩარ სამუშიამ.

ფესტივალის ორგანიზატორი ზუგდიდის მერია და ააიპ "ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრია" და მისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 40 000 ლარი დაიხარჯება.

ამავე თემაზე:

ვლაქერნობას ტრაპეზისთვის ზუგდიდის მერია 20 ათას ლარს დახარჯავს
Print