რეგიონი
ზუგდიდში ველორბოლა გაიმართება
ზუგდიდში 26 ივნისს, 17:00 საათზე, ველომარათონი გაიმართება, რომელიც სტარტს ბარამიას ქუჩიდან აიღებს და ანაკლიაში, სასტუმრო ,,პალმ ბიჩის“ მიმდებარე ტერიტორიასთან დასრულდება. მასში მონაწილეობის მიღების მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ 26 ივნისის ჩათვლით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში ან გაგზავნონ მონაცემები შემდეგ ელ-ფოსტაზე: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it .

მერიის ინფორმაციით, ველომარათონში მონაწილე პირი ვალდებულია მარათონზე გამოცხადდეს საკუთარი ველოსიპედით. ამასთან, საპრიზო ადგილზე გასული მონაწილეები დაჯილდოვდებიან:

I ადგილი-1000 ლარი, სიგელი, მედალი და პრიზი;

II ადგილი-700 ლარი, სიგელი, მედალი და პრიზი;

III ადგილი 300 ლარი, სიგელი, მედალი და პრიზი;

ღონისძიება ზუგდიდის მერიის ორგანიზებით გაიმართება. მერიაში ამბობენ, რომ მისი მიზანი ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და ველოსპორტის განვითარებაა. 


Print