ახალი ამბები
ზუგდიდის მერიამ აუქციონზე გატანილი 5 ჯიპიდან 2 გაყიდა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ ორი TOYOTA LENDCRUISER PRADO-ს მარკის ავტომობილი აუქციონზე გაყიდა. ერთ-ერთი მათგანი, რომელიც 44 400 ლარად გაიყიდა, საკრებულოს თავმჯდომარის სარგებლობაში იყო, რაც შეეხება მეორე მანქანას, ის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურს ეკუთვნოდა და ის 48 240 ლარად გაიყიდა.

მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, დანარჩენი სამი ავტომობილი ამ ეტაპზე ვერ გაიყიდა, თუმცა მერია აუქციონზე მათ ისევ გაიტანს. გადაწყვეტილებას შესაბამისი კომისია მიიღებს.  დარჩენილი სამი ავტომობილით მერი, მერის მოადგილე და აუდიტის სამსახურის თანამშრომლები სარგებლობენ.

საკრებულოს პრესსამსახურში რადიო "ათინათს" უთხრეს, რომ ხვალიდან თავმჯდომარე მერიის ბალანსზე არსებული რომელიმე ავტომობილით იმოძრავებს.

ამავე თემაზე:

ზუგდიდის საკრებულოს და მერიის 2 ჯიპი დღეს გაიყიდება
Print