ახალი ამბები
„მხიარული სტარტები“ ზუგდიდში (ფოტო)

ასოციაცია "ათინათის" პროექტის "დასავლეთ საქართველოში მცხოვრები დევნილების და აფხაზეთის ქართულენოვანი მოსახლეობის განათლებაზე და სოციალურ უფლებებზე ხელმისაწვდომობის ზრდა" ფარგლებში ინოვაციური "მხიარული სტარტები" ჩატარდა.

19 ივნისს,"მამის დღეს" ზუგდიდის მერიის სპორტულ დარბაზში მოწყობილ სპორტულ ღონისძიებაში ზუგდიდისა (სოფელ ინგირის საბავშვო ბაღი "წითელქუდა") და სენაკის (დევნილთა დასახლების - "სამხედრო ქალაქი" - საბავშვო ბაღი "ოცნება" და სენაკის #4 ბაგა-ბაღი) საბავშვო ბაღების აღსაზრდელების მშობლებმა მიიღეს მონაწილეობა.


შეჯიბრებების გამარჯვებული ინგირის საბავშვო ბაღის მშობლები გახდნენ.

აღნიშნული პროექტი ხორციელდება ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ლტოლვილთა დანიის საბჭოს ფინანსური მხარდაჭერით.


 

Print