რეგიონი
ალექსანდრე მოწერელია საქართველოს პარლამენტში რუსი დეპუტატების ყოფნას გმობს
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა საქართველოს პარლამენტში დუმის დეპუტატების ყოფნა დაგმო. ალექსანდრე მოწერელია  მიიჩნევს, რომ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში ოკუპანტი სახელმწიფოს წარმომადგენელის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჯდომა დაუშვებელია.

"საქართველოს პარლამენტში განვითარებულმა მოვლენებმა ჩვენი გულწრფელი და სამართლიანი აღშფოთება გამოიწვია", - ამბობს მოწერელია.

საქართველოს პარლამენტში დუმის დეპუტატების ყოფნა ოპოზიციური პარტიების, სამოქალაქო სექტორისა და მოქალაქეების ნაწილმა გააპროტესტა. ამის შემდეგ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხვა ლოკაციაზე ჩატარების გადაწყვეტილება მიიღეს.

ამავე თემაზე:

ედიშერ თოლორაია რუს დეპუტატებზე: სრულიად ვიზიარებ მოქალაქეების აღშფოთებას
Print