აფხაზეთის ტურისტული სფერო მზად არის უმასპინძლოს იმ რუს ტურისტებს, რომლებსაც საქართველოში დასვენება ჩაეშალათ, - ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ტურიზმის მინისტრის მოადგილემ ასტამურ ბარციცმა განაცხადა.
„ჩვენთან თბილი ზღვა, სუფთა ჰაერი და სტუმართმოყვარე ხალხია. გარდა ამისა, ჩვენთან განვითარებულია სამთო და ექსტრემალური ტურიზიმიც“, - დასძინა მან.
20 ივნისს თბილისში განვითარებულ მოვლენებს, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, 8 ივლისიდან საქართველოს მიმართულებით ავიამიმოსვლის დროებით აკრძალვით გამოეხმაურა.
ამავე თემაზე:საქართველოს პარლამენტში რუსი დეპუტატი ასამბლეას პარლამენტის თავმჯდომარის ადგილიდან უძღვება
მასალის გამოყენების პირობები