რეგიონი
აფხაზეთიდან დევნილი დიანა ღურწკაია: ბოდიშს ვუხდი ერთმორწმუნეებს ასამბლეის ჩაშლისთვის
აფხაზეთიდან დევნილი მომღერალი დიანა ღურწკაია „ერთმორწმუნე დებსა და ძმებს“ მათი მონაწილეობით თბილისში ჩაშლილი ასამბლეის გამო ბოდიშს უხდის. ამის შესახებ მან რუსულ გამოცემა „ტასს“ განუცხადა. ღურწკაია ამბობს, რომ საქართველოს მოსახლეობა რუსთაველზე შეკრებილ მანიფესტანტებთან არ უნდა გააიგივონ.

“ჩემთან მოვიდა უნივერსიტეტის პროფესორი, რომელმაც მითხრა, რომ თუკი მთავრობას არ ჰყოფნის ტაქტი და შეგნება ბოდიშის მოსახდელად, თავად მოიხდიდა ბოდიშს. მე, როგორც ქართველი, ვუერთდები ლექტორის სიტყვებს, ბოდიშს ვუხდი ყველა მართლმადიდებელ, ერთმორწმუნე დასა და ძმას, რომელთა ღონისძიებაც ჩაიშალა. რუსეთი ყოველთვის იფარებდა სხვადასხვა ეროვნების და სარწმუნოების ადამიანებს, რათა მათ საკუთარი ნიჭის გამოვლენა შესძლებოდათ. ჩემი შვილის ძარღვებში ორი მართლმადიდებელი შერეული სისხლია,. ვიცი, რომ ამ ხალხებს ვერანაირი პოლიტიკა ვერ დააშორებს. დღეს დავბრუნდი საქართველოდან, სადაც მამა მოვინახულე, კოლოსალური სხვაობაა დემონსტრანტებსა და საქართველოს მოსახლეობის უმეტესობას შორის, სტუმართმოყვარეობა ქართული საზოგადოების უმთავრესი მახასიათებელია“, - აღნიშნა ღურწკაიამ.

დიანა ღურწკაიას ოჯახი საქართველოდან აფხაზეთის კონფლიქტის შემდეგ წავიდა. ის, წლებია, მოსკოვში ცხოვრობს.
Print