პოლიტიკა
მამუკა წოწერიას განმარტებები გიორგი გახარიას ღია მხარდაჭერაზე
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია ამბობს, რომ სწორედ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ უნდა გამოიძიოს ყველა ის გადაცდომა, რომელიც 20 ივნისის ღამეს, აქციის დაშლისას იყო. წოწერიამ რადიო „ათინათს“ უთხრა, რომ შს მინისტრმა პოსტზე დარჩენით უნდა გასცეს პასუხი ყველა კითხვას.

„რაც ჩვენ ვნახეთ, სამართალდამცავების უმეტესობა მოქმედებდა კანონის ფარგლებში, თუმცა, იყო გადაცდომები, დამიზნებით სროლები. მე ხელი მოვაწერე პეტიციას, რომ გიორგი გახარია დარჩეს თანამდებობაზე და სწორედ ამის საშუალებით ყველა ამ გადაცდომას გაეცეს შესაბამისი პასუხი“, - აღნიშნა მან.

მამუკა წოწერიამ, სხვა ზუგდიდელი საჯარო მოხელეეების ნაწილის მსგავსად, გიორგი გახარიას მხარდაჭერა გამოუცხადა. მან ასევე ხელი მოაწერა პეტიციას „არ გადადგეს გიორგი გახარია“, თუმცა, manifest.ge-ს ადმინისტრაციამ პეტიცია წაშალა. 



Print