ახალი ამბები
წითელი ჯვარი: სამარხებს სოხუმში, გაგრის, გულრიფშის და ოჩამჩირის რაიონებში გავხსნით
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი აფხაზეთში 1992-93 წლების შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების მოძიებას განაგრძობს. 25 ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით, სპეციალისტები 40-ზე მეტ სავარაუდო სამარხს გახსნიან. ამის შესახებ პრესკონფერენციაზე აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში მისიის ხელმძღვანელმა მაქსიმ ზაბალუევმა განაცხადა, წერს „აბხაზია ინფორმი“. ამავე ცნობით, საძიებო სამუშაოები სოხუმში, გაგრის, გულრიფშის და ოჩამჩირის რაიონებში ჩატარდება.

გამოცემის ინფორმაციით, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში 127 ოჯახი ელოდება ინფორმაციას უგზო - უკვლოდ დაკარგული ნათესავებისა და ახლობლების შესახებ. ნეშტების გამოკვლევის მიზნით, 15 დღის შემდეგ გაიხსნება ლაბორატორია. სოხუმში ჩავა სპეციალისტების ჯგუფი არგენტინიდან, კვიპროსიდან, კოლუმბიიდან და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან.

ამავე თემაზე:

აფხაზეთის ომის დროს დაკარგულების ნეშტების საძებნელად 40-ზე მეტ სამარხს გახსნიან

Print