რეგიონი
მესტიაში 12 წლის ბავშვის მიერ თოფის გასროლის შედეგად მამა დაიღუპა
მესტიის მუნიციპალიტეტში, იდლიანის თემში, უბედური შემთხვევის შედეგად შუახნის მამაკაცი დაიღუპა. მას თავის არეში საკუთარი შვილის, 12 წლის გოგოს მიერ, შემთხვევით გასროლილი ტყვია მოხვდა.

სოფლის გამგებლის ბეჟან ჭკადუას ინფორმაციით, მამა-შვილი მამის სამუშაო ადგილას იმყოფებოდნენ, სადაც, შემთხვევა მოხდა.

"გაურკვეველია, საიდან მოხვდა ცეცხლსასროლი იარაღი, გადაჭრილი ფოთი აღნიშნულ ადგილას. ტყვია მოხვდა თავის არეში, ადგილზე დაიღუპა", - უთხრა რადიო "ათინათს" ჭკადუამ.

მისივე ინფორმაციით, სამართალდამცავებმა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები განახორციელეს, მათ შორის, გოგონაც დაკითხეს.

შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
Print