რეგიონი
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში დაიწყო იმ საინიციატივო ჯგუფების და პოლიტიკური პარტიების რეგისტრაცია, რომლებიც პრეზიდნეტობის კანდიდატებს წარადგენენ. საარჩევნო კამპანია გუშინ დაიწყო და ამ დროისთვის ერთი საინიციატივო ჯგუფი და ერთი პარტია „აკზაარა" დარეგისტრირდა. აღნიშნულმა ჯგუფმა კანდიდატად ალმას ჯაპუა დაასახელა, ხოლო პარტიას საკუთარი კანდიდატი ჯერ არ წარუდგენია.

„საპრეზიდენტო არჩევნები“ დე ფაქტო რესპუბლიკაში 25 აგვისტოს გაიმართება.

ამავე თემაზე:

აფხაზმა დეპუტატებმა არჩევნების გადავადებას დაუჭირეს მხარი 



Print