ახალი ამბები
ზუგდიდის სოფლების ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლების ნაწილს ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება. დენის გარეშეა დარჩენილი ინგირის მოსახლეობის ნაწილი, დარჩელის, გრიგოლიშისა და მიმდებარე სოფლების მაცხოვრებლები. ამის შესახებ რადიო "ათინათს" "ენერგო პრო ჯორჯია"-ში უთხრეს.

კომპანიაში ამბობენ, რომ შესაბამისი ჯგუფები ადგილებზე მუშაობენ და ელექტროენერგიის მიწოდება მალე აღდგება.

"უამინდობის გამო იყო ავარიული გათიშვა წუხელ, მათ შორის, ქალაქის ტერიტორიაზე, თუმცა აქ მალევე აღდგა, სოფლების ნაწილს რაც შეეხება, უმეტესობა ადგილას დენი ავარიულად დღეს გამოირთო", - გვითხრეს "ენერგო პრო"-ში.

სინოპტიკოსების ინფორმაციით, ძლიერი წვიმა ზუგდიდში რამდენიმე დღე გაგრძელდება.

Print