რეგიონი
„წადი, ვერ დაგვაბრმავებთ“ - „თავისუფლების მარში“ ზუგდიდში (ფოტო, ვიდეო)
ზუგდიდში სამოქალაქო აქტივისტების ორგანიზებით მსვლელობა „თავისუფლების მარში“ გაიმართა. მსვლელობის მონაწილეები მეორე სკოლის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიძრნენ და მარში სიმბოლურად 1924 წელს აჯანყებულთა მემორიალთან დაასრულეს. მათ კიდევ ერთხელ გააჟღერეს მოთხოვნა, რომ გადადგეს შს მინისტრი, რომელიც, როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, 20 ივნისის ღამის მოვლენებზეა პასუხისმგებელი.

„სწორედ გახარიაა პასუხისმგებელი იმ ძალადობრივ ქმედებებზე, რომეცლი აქციის დაშლის დროს მოხდა და რის შედეგადაც დაშავდნენ და დასახიჩრდნენ ადამიანები, ამიტომაც უნდა გადადგეს და შევიკრიბებით მანამ, სანამ ეს მოთხოვნა არ შესრულდება“, - აღნიშნა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ზუგდიდის ოფისის კოორდინატორმა არჩილ თოდუამ.

„სამოქალაქო მოძრაობის“ წევრმა როსტომ ზარანდიამ აღნიშნა, რომ პასუხისმგებელი პირი გიორგი გახარაიაა და სწორედ მან უნდა აიღოს პასუხისმგებლობა მომხდარზე.

20-21 ივნისის მოვლენების საპროტესტოდ ზუგდიდელები უკვე მეოთხედ შეიკრიბნენ. მანამდე, თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციების მსგავსად, ზუგდიდშიც 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასა და აქციის დაშლის ღამეს დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვდნენ.

Print