ახალი ამბები
ზუგდიდის მერია: ავტობუსს, რომლითაც შშმ პირმა ვერ ისარგებლა ხარვეზი არ აღმოაჩნდა
ზუგდიდის მერიაში ამბობენ, რომ ავტობუსი რომლითაც შშმ პირმა სოფიო ჩახაიამ მგზავრობა ვერ მოახერხა, ტექნიკურად გამართული იყო. მათივე ინფორმაციით, ეტლით მოსარგებლე პირთათვის განკუთვნილი ბაქანი მძღოლმა ვერ გახსნა.

„ამ საკითხის მოკვლევა გრძელდება, თუმცა ცალსახად ვამბობთ, რომ ავტობუსი გამართული იყო. თუ როგორ იხსნება ბაქანი, ახსნილი იყო მძღოლებისთვის და ინსტრუქტაჟს კვლავ ჩაუტარებენ“, - ამბობენ მერიაში.

ეტლით მოსარგებლე სოფია ჩახაიამ, რომელიც ზუგდიდის სოფელ კახათიდან სამსახურში, სოციალურ საწარმო „ჰანგში“ უნდა წამოსულიყო,  შშმ პირთათვის ადაპტირებული ავტობუსით ვერ ისარგებლა.  ამის შესახებ რადიო „ათინათს“ ჰანგის ხელმძღვანელმა რუსლან საჯაიამ უთხრა. მისივე თქმით, ავტობუსის მომლოდინე სოფიას მძღოლმა უთხრა, რომ ბაქანი გაჭედილი იყო და მას ვერ მოემსახურებოდნენ.

მძღოლი ბაჩო თირქია უარყოფს ფაქტს, რომ მგზავრს არ შესთავაზა დახმარება. მისი თქმით, შშმ პირთათვის ავტობუსში ამოსასვლელი გაჭედილი იყო, თუმცა ის მზადა იყო დახმარებოდა მგზავრს.

ამავე თემაზე:

მერის მოადგილე ბოდიშს უხდის შშმ პირს, რომელმაც ავტობუსით ვერ ისარგებლა 

ზუგდიდში ადაპტირებული ავტობუსით შშმ პირმა ვერ ისარგებლა


Print